მარნეულში წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები ყოველთვის დაძაბულად მიმდინარეობს. პარტიებს შორის დაპირისპირება, საარჩევნო უბნების ბლოკირება, პროპორციული ბიულეტენების გატაცება - ეს გასული წლების არჩევნების მთავარი მახასიათებლებია.
წინასაარჩევნო პერიოდში, ძალების მოსინჯვამ სახელისუფლებო კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლაში იჩინა თავი.
"ქართულმა ოცნებამ" მარნეულელების ხმების მოსახვეჭად ფსონი ისევ ეთნიკურ აზერბაიჯანელ ზაურ დარგალზე დადო, ხოლო რეგიონში არსებული დაძაბულობის ზრდაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს, მიმდინარე მოვლენები კი რუსეთის მიერ დადებულ ნაღმს ჰგავს.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთს სურს, როგორმე გახლიჩოს ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქული ღერძი.
დეტალები იხილეთ საკვირაო ჟურნალ "დროებაში".